We are
StainlessMarketing agency
built for brands that need a bulletproof backbone
Check out our Portfolioბურთულა არის მარკეტინგული სააგენტო თბილისიდან, რომელიც ერთი მარტივი იდეით შეიქმნა, ერთ სივრცეში გაეერთიანებინა სტრატეგია, კრეატივი და ციფრული გამოცდილება.
6+ წლისა და 120-ზე მეტი პროექტის შემდეგ, დღეს ვართ გუნდი, რომელიც ბრენდინგზე, კონტენტზე, მოძრავ გრაფიკაზე, დიზაინსა და ციფრულ პროდუქტებზე მუშაობს.
ჩვენი დნმ
ჩვენი გუნდი აერთიანებს დიზაინერებს, სტრატეგებს, დეველოპერებს, ქოფირაითერებს, ტიპოგრაფებს, ანიმატორებს, ილუსტრატორებსა და არტისტებს. განსხვავებული პროფესიები, განსხვავებული ხედვები, ერთი საერთო სტანდარტი-შედეგი, რომელიც დროს უძლებს.
ვმუშაობთ ბიზნესებთან, ორგანიზაციებსა და ამბიციურ გუნდებთან, რათა შევქმნათ ბრენდები და ციფრული გამოცდილებები მყარი საფუძვლით. ბრენდის არსის განსაზღვრიდან მის ვიზუალურ ენამდე, მოძრაობასა და ციფრულ სივრცეში გაცოცხლებამდე, პროექტის განვითარების ყველა ეტაპში აქტიურად ვართ ჩართული.
რატომ საქართველო?
ვმუშაობთ თბილისიდან, ქალაქიდან, რომელიც დღეს აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ კრეატიულ და ტექნოლოგიურ კერად იქცა.
ადგილობრივი სპეციალისტები, მოქნილი სამუშაო გარემო და საერთაშორისო ბაზართან კონკურენტული პირობები საშუალებას გვაძლევს მაღალი ხარისხის ციფრული პროდუქტები სწრაფად და ეფექტიანად შევქმნათ.
6+
წლიანი გამოცდილება
150+
პროექტი
24/7
ხელმისაწვდომობა
Core Pillars
ბრენდინგი
ბრენდინგი, ინდივიდუალური ტიპოგრაფია, ლეთერინგი და ქოფირაითინგი, რომლებიც თქვენს ბრენდს გამორჩეულ ხმასა და ვიზუალურ იდენტობას სძენს.
კონტენტი და მოძრავი გრაფიკა
მომხმარებლის მაღალი ჩართულობისთვის შექმნილი კონტენტი: სოციალური მედიის მართვა, 2D ანიმაცია, Motion Design, სრულმასშტაბიანი ფოტოგრაფია და ვიდეო გადაღება.
ვებ სერვისები და ციფრული პროდუქტები
UX/UI დიზაინი, ვებდეველოპმენტი, ვებაპლიკაციები და ციფრული პლატფორმები, სწრაფი, მოქნილი, უსაფრთხო და მარტივად გამოსაყენებელი ციფრული პროდუქტებისთვის.
კაცი საქმით იცნობა, სააგენტო - პორტფოლიოთი
დაგვიკავშირდი
